Monday, May 30, 2011

ჯაზი

ორიგინალური ამერიკული მუსიკალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც ადრეულ 1920-იან წლებში ნიუ-ორლეანში გაჩნდა; ეფუძნება დასავლეთის მუსკიკალურ ტექნიკასა და თეორიას და მის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აფრო-ამერიკელთა კულტურულ ტრადიციებს. ჯაზისთვის დამახასიათებელია რბილი ნოტები, სინკოპაცია, სვინგი, პოლირითმია და იმპროვიზაცია. ჯაზს ხშირადამერიკის კლასიკურ მუსიკადმოიხსენიებენ.
ჯაზი, როგორც მუსიკალური მიმდინარეობა, შეიქმნა დასავლეთ აფრიკული (ტუნისი) და ვესტერნული მუსიკალური ტრადიციების, ბლუზისა და რეგთაიმის, „ახალი ინგლისურირელიგიური ჰიმნების, ჩრდილო ამერიკული ფოლკლორის (ჰილიბილი) და ევროპულიმარშინგ ბენდებისმუსიკის ურთიერთშერწყმის საფუძველზე.მე-20 საუკუნის დასაწყისში, აფრო-ამერიკულ საზოგადოებაში დამკვიდრების შემდეგ, ჯაზი 20-იან წლებში უკვე გავლენას ახდენს მუსიკის სხვა ჟანრებზეც.
ჯაზი აღმოცენდა ბლუზზე, რომელიც დასავლეთ აფრიკული კულტურისა და ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა და რომელსაც საფუძველი დაუდო გათავისუფლებულმა აფრიკელმა მონებმა სამხრეთ ამერიკაში



ჯაზ მუსიკოსი ვინთონ მარსალისი (Wynton Marsalis) აღნიშნავდა: „ჯაზი შავკანიანთა უცნაური გამოგონებაა...“
მარშინგ და საცეკვაო ბენდების ინსტრუმენტები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯაზური მუსიკის წამყვან ინსტრუმენტებად იქცნენ.

ჯაზის ფესვები
საერთოდ პირველი ჯაზ-მუსიკა აფრო-ამერიკელების მიერ იქნა დაკრული ნიუორლეანში. ბადი ბოლდენი ( Buddy Bolden) უკრავდა კორნეტზე და ძირითადად ეს კაცი ითვლება პირველ ნამდვილ ჯაზ მუსიკოსად. ასევე იყვნენ რედი კეპარდი ( Reddy Keppard), კლარენს ვილიამსი ( Clarence Williams) და სხვები. ეს მუსიკოსები ხალხის უმრავლესობისათვის უცნობია, თუმცა მათი იდეები ჯერ კიდევ ახდენენ ზეგავლენას იმაზე, თუ როგორ იკვრება დღესდღეობით ჯაზი.
მეორე ტალღა ჯაზმენებისა იყო ჯო ოლივერი ( Joe Oliver), ჯელი როლ მარტონი (Jelly Roll Morton) და სხვები. ამ მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ბენდები, გააუმჯობესეს და გაართულეს შესრულების ტექნიკა და მეტი წარმატებაც მლოიპოვეს. ამ პერიოდის მუსიკა ცნობილია, როგორც „Hot Jazz“ (მხურვალე ჯაზი), არანორმალურად სწრაფი ტემპების გამო.
ჯო ოლივერმა ნიუ ორლეანში აღამოაჩინა ახალგაზრდა კორნეტისტი, სახელად ლუის არმსტრონგი ( Louis Armstrong). მალე ის ერთერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ მუსიკოსად იქცა მსოფლიოში. ამ ჯაზმენების მუსიკა ყოველთვის პატივისცემის ღირსია.
ჯაზის ტრადიციული ინსტრუმენტებია: საქსოფონი - საყვირი - ტრომბონი - კლარნეტი - ფორტეპიანო - გიტარა - კონტრაბასი - ბას გიტარა - დასარტყამები.

ჯაზის მიმდინარეობები:

Avant-garde jazz – Bebop – Cool jazz – Dixieland – Free jazz – Gypsy jazz – Hard bop – Jazz fusion –Kansas City Jazz – Latin jazz – Modal jazz – M-Base – Smooth jazz – Soul jazz – Swing – Trad jazz – Third Stream Acid jazz – Asian American jazz – Calypso jazz – Jazz blues – Jazz fusion – Jazz rap – Nu jazz – Smooth jazz – Bossa Nova - Funk

მათ შორის ყველაზე პოპულარულია ასიდ-ჯაზი და ნუ-ჯაზი.

No comments:

Post a Comment