Monday, May 30, 2011

მუსიკალური თერაპია


 მუსიკა არის ინტერპერსონალური თერაპია, რომელსაც თერაპევტი იყენებს რათა დაეხმაროს პაციენტს ფიზიკურად, სულიერად, ემოციურად და გონებრივად, გააუმჯობესოს ან შეუნარჩუნოს მას სიცოცხლე. მუსიკა ზოგჯერ პირდაპირ გამოიყენება მკურნალობაში, ზოგჯერ კი პაციენტსა და თერაპევტს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

მუსიკალური თერაპია გამოიყენება ნებისმიერი ასაკისა და ტიპის პაციენტებში, მათ შორის : ფისქოლოგიური და ფიზიკური დაავადებების, სამედიცინო პრობლემების, საკომუნიკაციო დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის და მრავალი სხვა დაავადებების დროს.
   მუსიკა უკვე დიდი ხანია გამოიყენება ადამიანთა დასახმარებლად. მე-17-ე საუკუნის ერთ-ერთმა მეცნიერმა  რობერტ ბარტონმა  ანატომიურ სევდაში ამტკიცებდა, რომ მუსიკა და ცეკვა ფსიქიკურ დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
ასევე მან თქვა, რომ «მუსიკა არის არაჩვეულებრივი ძალა სხვადასხვა დაავადებების გასაძევებლად » ასევე არაჩვეულებრივი გზა სასოწარკვეთილებისა და სევდის მოსახსნელად. 2006 წლის ნოემბერში, დოქტორმა Michael J. Crawford-მა და მისმა  კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მუსიკის თერაპია შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებს დაეხმარა




No comments:

Post a Comment