Monday, May 30, 2011
კლასიკური მუსიკა არის ხელოვნების დარგი რომლის ფესვები დასავლური საერო და საეკელსიო საგალობლებშია. ძირითადად იყოფა ადრეულ მუსიკად, რომელიც მოიცავს შუა საუკუნეებს და რენესანსს, ანუ ჩვეულებრივ პერიოდს, ბაროკოს, კლასიკურ ფილოლოგიურ და რომანტიკულ პერიოდს და თანამედროვე პერიოდს. კლასიკურ მუსიკას ძირითადად ორკესტრი უკრავს დირიჟორის თანხლებით. შექმნილია მრავალი კლასიკური ნაწარმოები, რომელსაც თითქმის ყველა იცნობს.
ჯაზი
ორიგინალური ამერიკული მუსიკალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც ადრეულ 1920-იან წლებში ნიუ-ორლეანში გაჩნდა; ეფუძნება დასავლეთის მუსკიკალურ ტექნიკასა და თეორიას და მის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აფრო-ამერიკელთა კულტურულ ტრადიციებს. ჯაზისთვის დამახასიათებელია რბილი ნოტები, სინკოპაცია, სვინგი, პოლირითმია და იმპროვიზაცია. ჯაზს ხშირად „ამერიკის კლასიკურ მუსიკად“ მოიხსენიებენ.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEg8x0GJmDTekOM1C4-9xty2UFoBcNFuDwQI_0C5beXxhUayvbzYk4yU3zb4leAyCx7G6L45RuLHk0Fqx9lfseW67wc3XiWcsD8CPAJmdNO3hge_Li2ygzZkPlqAatr0_OSH2nP9xXsib0xq/s320/14_4_orig.jpg)
ჯაზი აღმოცენდა ბლუზზე, რომელიც დასავლეთ აფრიკული კულტურისა და ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა და რომელსაც საფუძველი დაუდო გათავისუფლებულმა აფრიკელმა მონებმა სამხრეთ ამერიკაში
ჯაზ მუსიკოსი ვინთონ მარსალისი (Wynton Marsalis) აღნიშნავდა: „ჯაზი შავკანიანთა უცნაური გამოგონებაა...“
მარშინგ და საცეკვაო ბენდების ინსტრუმენტები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯაზური მუსიკის წამყვან ინსტრუმენტებად იქცნენ.
მარშინგ და საცეკვაო ბენდების ინსტრუმენტები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯაზური მუსიკის წამყვან ინსტრუმენტებად იქცნენ.
ჯაზის ფესვები
საერთოდ პირველი ჯაზ-მუსიკა აფრო-ამერიკელების მიერ იქნა დაკრული ნიუ–ორლეანში. ბადი ბოლდენი ( Buddy Bolden) უკრავდა კორნეტზე და ძირითადად ეს კაცი ითვლება პირველ ნამდვილ ჯაზ მუსიკოსად. ასევე იყვნენ რედი კეპარდი ( Reddy Keppard), კლარენს ვილიამსი ( Clarence Williams) და სხვები. ეს მუსიკოსები ხალხის უმრავლესობისათვის უცნობია, თუმცა მათი იდეები ჯერ კიდევ ახდენენ ზეგავლენას იმაზე, თუ როგორ იკვრება დღესდღეობით ჯაზი.
მეორე ტალღა ჯაზმენებისა იყო ჯო ოლივერი ( Joe Oliver), ჯელი როლ მარტონი (Jelly Roll Morton) და სხვები. ამ მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ბენდები, გააუმჯობესეს და გაართულეს შესრულების ტექნიკა და მეტი წარმატებაც მლოიპოვეს. ამ პერიოდის მუსიკა ცნობილია, როგორც „Hot Jazz“ (მხურვალე ჯაზი), არანორმალურად სწრაფი ტემპების გამო.
ჯო ოლივერმა ნიუ ორლეანში აღამოაჩინა ახალგაზრდა კორნეტისტი, სახელად ლუის არმსტრონგი ( Louis Armstrong). მალე ის ერთერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ მუსიკოსად იქცა მსოფლიოში. ამ ჯაზმენების მუსიკა ყოველთვის პატივისცემის ღირსია.
ჯაზის ტრადიციული ინსტრუმენტებია: საქსოფონი - საყვირი - ტრომბონი - კლარნეტი - ფორტეპიანო - გიტარა - კონტრაბასი - ბას გიტარა - დასარტყამები.
ჯაზის მიმდინარეობები:
Avant-garde jazz – Bebop – Cool jazz – Dixieland – Free jazz – Gypsy jazz – Hard bop – Jazz fusion –Kansas City Jazz – Latin jazz – Modal jazz – M-Base – Smooth jazz – Soul jazz – Swing – Trad jazz – Third Stream Acid jazz – Asian American jazz – Calypso jazz – Jazz blues – Jazz fusion – Jazz rap – Nu jazz – Smooth jazz – Bossa Nova - Funk
მათ შორის ყველაზე პოპულარულია ასიდ-ჯაზი და ნუ-ჯაზი.
მუსიკალური თერაპია
მუსიკალური თერაპია გამოიყენება ნებისმიერი ასაკისა და ტიპის პაციენტებში, მათ შორის : ფისქოლოგიური და ფიზიკური დაავადებების, სამედიცინო პრობლემების, საკომუნიკაციო დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის და მრავალი სხვა დაავადებების დროს.
მუსიკა უკვე დიდი ხანია გამოიყენება ადამიანთა დასახმარებლად. მე-17-ე საუკუნის ერთ-ერთმა მეცნიერმა რობერტ ბარტონმა ანატომიურ სევდაში ამტკიცებდა, რომ მუსიკა და ცეკვა ფსიქიკურ დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენებოდა.ასევე მან თქვა, რომ «მუსიკა არის არაჩვეულებრივი ძალა სხვადასხვა დაავადებების გასაძევებლად » ასევე არაჩვეულებრივი გზა სასოწარკვეთილებისა და სევდის მოსახსნელად. 2006 წლის ნოემბერში, დოქტორმა Michael J. Crawford-მა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მუსიკის თერაპია შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებს დაეხმარა
იმპროვიზაცია
მუსიკალური იმპროვიზაცია არის სპონტანური მუსიკის შექმნა. იმპროვიზაციის დრო, ხდება სინთეზი ანუ მუსიკოსი მუსიკის ძირითად მიმდინარეობას ურევს სხვა რომელიმე მიმდინარეობას და მათი სინთეზის შედეგად ქმნის ახალ მუსიკას, იმპროვიზირებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ ჯაზის ზოგიერთი მიმდინარეობა. დასავლურ ხელოვნებაში სწორედ იმპროვიზაციას ეჭირა უმნიშვნელოვანესი ადგილი. ის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო როგორც ბაროკოს დროს კლასიკური მუსიკა. სოლო შემსრულებლები ხშირად მართავდნენ კონცერტებს თავიანთი შექმნილი მუსიკის მიხედვით, ანუ იმპროვიზირებულ კონცერტებს და სწორედ ამან იქონია დიდი გავლენა 20-21 საუკუნეებში დასავლეთის მუსიკაზე.
რა არის მუსიკა- მეცნიერული განმარტება
მუსიკა - არის ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა:ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება, კინო. განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან ( ჰომოფინია, პოლიფონია, ჰეტეროფონია) მუსიკას.
ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.
ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.
Subscribe to:
Posts (Atom)