რატომ ავირჩიე მუსიკა? ალბათ იმიტომ, რომ მუსიკა ჩვენი ცხოვრების ნაწილია, ის ქმნის განწყობას, გრძნობას, ემოციას... ის უყვარს ყველას, იმიტომ, რომ გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ისეთები როგორებიც სინამდვილეში ვართ.. ის იყო, არის და იქნება ყველა თაობის ყველაზე მნიშვნელოვან თემად. იგი დროთა განმავლობაში იცლება და მაქსიმალურად უახლოვდება თანამედროვეობას. ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მუსიკის რომელიმე ჟანრი არ იზიდავდეს. მუსიკის საშუალებით შეგიძლია გადმოსცე შენი შინაგანი მე. ამიტომ, მე გადავწყვიტე საზოგადოებას გავაცნო რა არის მუსიკა, რა ჟანრებად, მიმდინარეობებად იყოფა, როგორ მოქმედებს ის ადამიანებზე და რა ადგილი უკავია მას ჩვენ ცხოვრებაში. მუსიკის გარეშე ხომ წარმოუდგენელია სიცოცხლე.. ამიტომ მე ვწერ მუსიკაზე, როგორც ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილზე. ასევე გაგაცნობთ მუსიკას, როგორც სამკურნალო საშუალებას..
No comments:
Post a Comment